"კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი აისახება ეპიდვითარებაზე"
31/03/2021 09:49:19 საზოგადოება
"კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი აისახება ეპიდვითარებაზე", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და მნიშვნელოვანია თბილისიც. მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ მთავრობა შეძლებს დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა. ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 616 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა 5 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 761 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 167 პირი გამოჯანმრთელდა, 3 778 პაციენტი გარდაიცვალა.


