Accentnews.ge
"პირველადი მოკვლევით,  ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება"

"პირველადი მოკვლევით, ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება"

31/03/2021 09:26:27 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება.

როგორც ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.

"რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის: ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი გულიკო ჩაფიძე აცხადებს, რომ ექიმი ვაქცინაციის გამო არ გადაცვლილა.

"ჩვენთან 29 მარტს გადმოვიდა. უმძიმესი სიგრუზი ჰქონდა ფილტვების, თანდაყოლილი პათოლოგია. გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობის დროს, უმძიმესი ავადმყოფი იყო. ვაქცინაცია გაუკეთებია 15-ში, ასე რომ ვაქცინაციის ბრალი ეს არ არის. ორი კვირის მერე იყო მოყვანილი. ინფექციონისტებმა თქვან. ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, ის იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო", - განაცხადა გულიკო ჩაფიძემ.

კლინკა „მედკაპიტალის“ პედიატრი ლალი ჯავახიშვილი, რომელიც "ასტრაზენეკას" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით ორი კვირის წინ აიცრა, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრში 30 მარტს გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S