Accentnews.ge
"ფაიზერთან" საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით"

"ფაიზერთან" საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით"

31/03/2021 09:18:06 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ფაიზერთან" კომუნიკაციისას სამინისტრო მათი წარმოების ვაქცინის 1 მილიონ დოზის მოწოდებაზე შეჯერდა.

"ფაიზერთან" მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე", - აცხადებს ტიკარაძე.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი - "ფაიზერით" და "ასტრაზენეკათი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S