Accentnews.ge
"მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას პოლიციისა და ჯარის სათადარიგო სია, რათა ვაქცინის დოზების დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი"

"მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას პოლიციისა და ჯარის სათადარიგო სია, რათა ვაქცინის დოზების დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი"

31/03/2021 09:14:10 საზოგადოება

"მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას პოლიციისა და ჯარის სათადარიგო სია, რათა ვაქცინის დოზების დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ამ ეტაპამდე დაკარგულია ვაქცინის მხოლოდ 3%-მდე დოზა, ეს არის 181 ცალი და შემდგომში, რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას", აცხადებს ტიკარაძე.

ცნობისთვის: "ასტრაზენეკას" ერთ შეფუთვაში 10, ხოლო "ფაიზერის" ერთ შეფუთვაში 6 ადამიანისთვის სამყოფი დოზაა მოთავსებული. გახსნისას დოზების გამოყენება მალევე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუჭდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S