Accentnews.ge
NCDC – 24 საათში ვაქცინა 1 051-მა ადამიანმა გაიკეთა

NCDC – 24 საათში ვაქცინა 1 051-მა ადამიანმა გაიკეთა

31/03/2021 08:02:46 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის (NCDC) ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის სულ აცრილია 6 757 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებია ხელმისაწვდომი. აცრის შესაძლებლობა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს ზომოთ წლის მოქალაქეებს აქვთ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 761 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 167 პირი გამოჯანმრთელდა, 3 778 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S