საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%–ით შემცირდა
31/03/2021 07:30:42 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნულმ ასამსახურმა (საქსტატი) 2021 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რეალური მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1%-ით შემცირდა.
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, შესაბამისად, 2021 წლის პირველი ორი თვის საშუალო ვარდნის მაჩვენებელი 8.3%-ია.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა. ხოლო ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.


