Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 600–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 600–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

31/03/2021 06:46:49 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 616 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 947 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 364, პისიარტესტით – 11 583.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93%, ბოლო 14 დღის – 1,74%, ბოლო 7 დღის – 1,61%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 35, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 761 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 167 პირი გამოჯანმრთელდა, 3 778 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S