"რაის ამნისტია?! არ მაინტერესებს დანარჩენი პუნქტები!"
30/03/2021 20:03:17 საზოგადოება
20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ პუნქტად "20 ივნისის საქმის მონაწილეთა ამნისტიას" განიხილავენ. მათ შორის, ეს ეხება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს.
"ახლა მე გეტყვით. ეგეთი პუნქტი თუ მართლა არსებობს და მაგაზე ხელს ვინმე მოაწერს, ფეხებზე მკიდია ყველა და ყველაფერი. 2 წელია თითქმის იმ იმედით ვარ, რომ დამნაშავე დაისჯება და ერთადერთი ეგ მაძლევს მოტივაციას და იმის განცდას, რომ ყველაფერი აზრს მოკლებული არაა და რამეს მაინც აქვს აზრი. რაის ამნისტია, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა დანარჩენი პუნქტები, რაის ამნისტია????
ანუ ეგეთ რეალობას ქმნიან, რომ დამნაშავე არ დაისჯება როგორც ყოველთვის და მერე იმაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ უსამართლობა ხდება, როცა პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აი, მაგ უსამართლობაზე თვალები დახუჭე ან რაც დაგრჩა, ის დახუჭე. როგორც ზუკამ თქვა თაროზე შემოდებული საქმეები დაჭედდება იმ თაროზე. ხოდა, აი, ეგ რომ მოხდეს, ეგ პუნქტი რომ არსებობდეს და ვინმემ მაგაზე ხელი მოაწეროს, 3.14ზდეც მეგობრებო,- წერს მაკო გომური.
აღნიშნული პუნქტი მიუღებელია მოძრაობა "სირცხვილიასთვის".
- "აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია;
- ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ. სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება;
- უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში.
იქ, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია. ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით. ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის, - წერია #სირცხვილიას განცხადებაში.


