Accentnews.ge
NATO - რუსული ბომბდამშენების, მათ შორის, შავი ზღვის თავზე "უჩვეულო აქტიურობის" გამო ჩვენს ავიაგამანადგურებლებს 6 საათში 10–ჯერ მოუწიათ აფრენა

NATO - რუსული ბომბდამშენების, მათ შორის, შავი ზღვის თავზე "უჩვეულო აქტიურობის" გამო ჩვენს ავიაგამანადგურებლებს 6 საათში 10–ჯერ მოუწიათ აფრენა

30/03/2021 20:05:08 მსოფლიო

NATO–ს განცხადებით, 29 მარტს ალიანსის საზღვრების სიახლოვეს რუსული ბომბდამშენების უჩვეულო აქტიურობა გამოვლინდა.

როგორც NATO–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 6 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში ალიანსის ავიაგამანადგურებლებს ​10–ჯერ მოუწიათ აფრენა.

მისივე ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილება ჩრდილოეთის ზღვის თავზე, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თავზე დაფიქსირდა.

ჩრდილოეთის ზღვის თავზე ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოსა და ბელგიის ავიაგამანადგურებლები​, შავი ზღვის თავზე თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ავიაგამანადგურებლები, ხოლო ბალტიის ზღვის თავზე იტალიის ავიაგამანადგურებლები გაჰყვნენ რუსულ ბომბდამშენებს მანამ, სანამ ამ უკანასკნელებმა ალიანსის საზღვრების სიახლოვეს ფრენა არ შეწყვიტეს.

NATO–ს განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავებს ალიანსის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S