Accentnews.ge
თურქეთში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა

თურქეთში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა

30/03/2021 19:03:54 მსოფლიო

ბოლო 24 საათში თურქეთში კოვიდ–ინფიცირების ​37 303 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 155 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: 29 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მუსლიმთათვის წმინდა თვის – რამადანის განმავლობაში, შაბათ-კვირას იმოქმედებს მკაცრი ე.წ. ლოქდაუნის რეჟიმი. რამადანი 12 აპრილს იწყება და 11 მაისს სრულდება. თურქეთში ისევ მოქმედებს „კომენდანტის საათი“, რომელიც საღამოს ცხრა საათიდან დილის ხუთ საათამდე მოქმედებს.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 3 277 880 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2 995 033 პირი გამოჯანმრთელდა, 31 385 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S