Accentnews.ge
„მდგომარეობა შეიძლება, უკიდურესად გართულდეს“ - გოცირიძე ლარის გაუფასურებას ეხმიანება

„მდგომარეობა შეიძლება, უკიდურესად გართულდეს“ - გოცირიძე ლარის გაუფასურებას ეხმიანება

30/03/2021 16:47:53 ეკონომიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეროვნული ვალურის გაუფასურებას ეხმაურება.

"ხვალ თუ ინტერვენცია არ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, მდგომარეობა შეიძლება, უკიდურესად გართულდეს.

როდესაც ბიუჯეტში მილიარდობით ნასესხები ფულია და იგი უცხოურ ვალუტაში ეროვნულ ბანკის რეზერვებში ილექება, ხოლო ლარში მიმოქცევაში გადის, ინტერვენციების დაგვიანება წარმოქმნის ვალუტის დეფიციტს, პანიკას და უარყოფით მოლოდინებს.

ლარის დღევანდელი გაუფასურება არის დიდწილად ეროვნული ბანკის სინდისზე", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4118 ლარი ეღირება, ევრო – 4.0044 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6929 ლარი, თურქული ლირა – 0.4064 ლარი.

30 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.3846 ლარი ღირდა, ევრო –3.9840 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6806 ლარი, თურქული ლირა – 0.4144 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S