Accentnews.ge
„ქინძმარაული“ რუსეთში იმპორტირებული ყველაზე ცუდი ღვინოების ჩამონათვალში ლიდერობს

„ქინძმარაული“ რუსეთში იმპორტირებული ყველაზე ცუდი ღვინოების ჩამონათვალში ლიდერობს

30/03/2021 16:21:58 ეკონომიკა

რუსეთის ხარისხის ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტებმა მაღაზიების დახლებზე წარმოდგენილი იმპორტირებული ღვინოები გამოიკვლიეს და ანტირეიტინგი შეადგინეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ექსპერტებმა 13 ქვეყანაში წარმოებული 120 დასახელების, 1000 რუბლამდე კატეგორიის ღვინო შეაფასეს და ყველაზე ცუდი შედეგები ქართულმა ღვინომ - კერძოდ, „ქინძმარაულმა“ აჩვენა. ანტირეიტინგში სერბული „Броjаница Вранц“ და აფხაზური ცქრიალა ღვინო «Лыхны» მოხვდნენ.

მედია წერს, რომ ექსპერტებს კითხვები ასევე მსოფლიო ორი ბრენდის - Martini Asti და Mondoro Asti-ს მიმართ გაუჩნდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S