Accentnews.ge
ავღანეთში ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული სამი ქალი მოკლეს

ავღანეთში ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული სამი ქალი მოკლეს

30/03/2021 15:28:58 მსოფლიო

ავღანეთში, ჯალალაბადში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ჯანდაცვის სფეროს სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს, რომლებიც პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობდნენ.დაღუპულთაგან ორი მოხალისე იყო, ერთი კი პოლიომიელიტის პროგრამის უფროსი თანამშრომელი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმაგანაცხადა, სამი ქალი ჯალალაბადში მომხდარი ორი სხვადასხვა თავდასხმის დროს დაიღუპა.

ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ასევე აფეთქება მოხდა ნანგარჰარის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის შესასვლელთან, მაგრამ არავინ დაშავებულა.

თავდასხმებისთვის ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

ამ ინციდენტებამდე ერთი დღით ადრე ავღანეთში დაიწყო ვაქცინაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც მილიონობით ბავშვი აიცრება პოლიომიელიტის წინააღმდეგ.

ცნობისთვის აღნიშნული ინფექცია მსოფლიოს მასშტაბით ფართოთ ავღანეთსა და პაკისტანშია გავრცელებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S