AstraZeneca-ს სახელი შეუცვალეს
30/03/2021 13:26:14 მსოფლიო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრიტანულ-შვედურ ვაქცინა AstraZeneca-ს სახელი გადაერქვა და მას ამიერიდან Vaxzevria ეწოდება. ამის შესახებ ვაქცინის მწარმოებელმა განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდა სამედიცინო საშუალებების ევროპული სააგენტოს ვებსაიტზე.
სახელწოდების შეცვლა არ ნიშნავს ვაქცინის შემადგენლობის შეცვლას, მაგრამ წარწერა და შეფუთვა შეიძლება, შეიცვალოს, – ნათქვამია შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს ინფორმაციაში.
რატომ მიიღწეს მწარმოებელმა მსგავსი გადაწყვეტილება, უცნობია.
18 მარტს ევროკავშირის მარეგულირებელმა ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა.
მარტის ბოლოს კომპანია AstraZeneca-მ განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ 85%-დან 79%-მდე შეამცირა თავისი პრეპარატის ეფექტიანობა.


