პრეზიდენტის ინიციატივით, დაიწყება კონცერტების ციკლი "ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში"
30/03/2021 13:06:54 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1 აპრილიდან იწყება კონცერტების ციკლი "ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში", რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტების მიზანია, როგორც ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი საკრავების, კამერული ანსამბლისა და კვარტეტის და კლავიშიანი საკრავების მიმართულების სტუდენტები.


