Accentnews.ge
გეგეჭკორი: „საქართველოსთვის იდეალური ვაქცინა არის Johnson & Johnson“

გეგეჭკორი: „საქართველოსთვის იდეალური ვაქცინა არის Johnson & Johnson“

30/03/2021 12:51:55 საზოგადოება

აშშ-ში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს, რომ Johnson & Johnson საქართველოსთვის იდეალური ვაქცინაა მისი გამოყენების პირობებიდან გამომდინარე.

"ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა, აქვს საკმაოდ საიმედო ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია. სამხრეთ აფრიკაში კვლევების დროს იქ უკვე იყო გავრცელებული ახალი შტამი და ამის გათვალისწინებითაც საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.

ამერიკაში ეს არჩევანიც გვაქვს და ბევრი ირჩევს Johnson & Johnson-ს, სწორედ ერთი დოზის საჭიროების გამო. ფასითაც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. Johnson & Johnson ზუსტად 7-ჯერ უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩინური „სინოფარმი“, რაც საქართველოს მთავრობამ იყიდა", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე საქართველოში ორი ვაქცინაა შემოტალინი – „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. ამასთან, როგორც დაანონსდა, კვირის ბოლოსთვის შემოიტანენ ჩინურ ვაქცინას – „სინოფარმს“, რომელსაც ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს. მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S