Accentnews.ge
Wizz Air აპრილიდან ფრენების აღდგენას ოთხი მიმართულებით გეგმავს

Wizz Air აპრილიდან ფრენების აღდგენას ოთხი მიმართულებით გეგმავს

30/03/2021 12:33:00 ეკონომიკა

ავიაკომპანია Wizz Air აპრილიდან ათენის, ვარშავის, ვილნიუსისა და ლარნაკის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვიზეარის ვებგვერდზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S