დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებ–გვერდი შექმნა
30/03/2021 12:08:37 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებ–გვერდი – 45office.com შექმნა.
ტრამპი ამიერიდან საკუთარ ამომრჩევლებთან ამ გზით აპირებს კომუნიკაციას.
მოქალაქეებს ვებ–გვერდით საშუალება ექნებათ დონალდ ტრამპს საკუთარი აზრები გაუზიარონ. კომუნიკაცია მხოლოდ ონლაინ ფორმითაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.


