იტალიაში გამგზავრების მსურველ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს 5-დღიან სავალდებულო კარანტინს გაატარებენ
30/03/2021 11:31:15 მსოფლიო
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც იტალიაში ჩასვლა სურს, ვალდებული იქნება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, გარდა იმისა, პირს გამგზავრებამდე მოეთხოვება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენა, იგი იტალიაში ჩასვლისას 5-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. კარანტინის დასრულების შემდეგ კი განმეორებითი ტესტი უნდა ჩაიტარონ.
როგორც Reuters წერს, რამდენ ხანს დარჩება ძალაში ახალი შეზღუდვა ჯერ–ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით დაახლოებით 3 მლნ პირია აცრილი. იტალიის 20 რეგიონიდან დაახლოებით 10–ში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 3 544 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2 870 614 პირი გამოჯანმრთელდა, 108 350 პაციენტი გარდაიცვალა.


