„თურქიშ ეარლაინსი“ ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისებს ზაფხულიდან განახორციელებს
30/03/2021 10:26:43 ეკონომიკა
თურქული ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსი“ ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულიდან პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, საწყის ეტაპზე რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, შემდეგ სიხშირეების რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება.
„ბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.


