ავსტრალიამ რუსეთს სანქციები დაუწესა
30/03/2021 09:14:46 მსოფლიო
ავსტრალიამ რუსეთს სანქციები დაუწესა - შემზღუდველი ზომები რუსეთის ოთხი კომპანიისა და ერთი ინდივიდუალური პირის წინააღმდეგ ამოქმედდა.
სანქციების ე.წ. შავ სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ყირიმის სარკინიგზო ხიდის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას.
აღნიშნულ საკითხზე გუშინ რუსეთის ოთხ კომპანიასა და ორ მოქალაქეს სანქციები კანადამაც დაუწესა.


