ლანა ღოღობერიძე კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა
30/03/2021 08:32:00 საზოგადოება
92 წლის ლანა ღოღობერიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ფაიზერის ვაქცინა გაიკეთა.
საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 700-ზე მეტი ადამიანია აცრილი.


