ვაქცინაციის შესაძლენლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებსაც ექნებათ
30/03/2021 08:09:23 საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ექიმებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პირები ვაქცინის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ:
“მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტი ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლება, გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას.ზოგადად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს უწყებათშორისი სააკორდინაციო საბჭოს ეპდიემიის მართვის პროცესში შესაბამისი რეგულაციების დაწესებასა თუ გაუქმებაზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებებს სწორედ ამ მიდგომით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაშიც.”
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დააზუსტა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის 500 დოზაა გამოყოფილი, პენსიონერებისთვის კი დოზების რაოდენობა შეზღუდული არ არის.


