Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა

30/03/2021 06:47:46 საზოგადოება

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაოთხმაგდა​. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 177 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 673.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა 8 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 298 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, „პისიარ“ ტესტით – 7 390.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,19% ბოლო 14 დღის – 1,69%, ბოლო შვიდი დღის – 1,6%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 145 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 899 პირი გამოჯანმრთელდა, 3 773 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S