ხვალ ENKA "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ფოკუს-სესიას გამართავს
29/03/2021 16:19:51 ეკონომიკა
ხვალ კომპანია „ENKA” ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესიას გამართავს, რომელზეც განიხილება პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და გამოწვევები, ასევე გაჟღერდება მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც ინვესტორის უახლოეს გეგმებს უკავშირდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღონისძიება სასტუმრო „რესპუბლიკაში“ 14:00 საათზე დაიწყება.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს საელჩოები, საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, არასამთავოვრობო სექტორი, მთავრობის წარმომადგენლები და მედია.


