ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო
29/03/2021 11:41:55 საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.
მისივე თქმით, ამის შემდგომ, მეწყრულ არეალში დროებითი გზები მოეწყობა და სამუშაოების წარმოება დაიწყება. გარდა ამისა, კვირის ბოლოს უკვე მოეწყობა მონიტორინგის სპეციალური სისტემა.


