
გახარია – გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებაზე: „მიზეზს ბევრს ვეძებდით“
11/07/2019 16:59:47 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დელეგაციაში, რომლის წევრიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, აღმოჩნდნენ პირები, რომელთაც, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ხოლო გავრილოვს „მიზეზი ვერ მოუძებნეს“.
„სამწუხაროდ, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არ ჰქონდა დარღვეული. მიზეზს ბევრს ვეძებდით“,– განაცხადა გახარიამ „პირველის“ ეთერში.
ამასთან, მისივე თქმით, რამდენიმე თვით ადრე იყო დაანონსებული გავრილოვის ქვეყანაში ჩამოსვლის საკითხი, ეს იცოდა ოპოზიციამაც და თუ მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს საკითხი, შეეძლოთ, „დაენიცირებინათ კანონპროექტი პარლამენტში, რომ ქვეყანაში არ შემოვუშვათ ისინიც, ვისაც აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის ხმა აქვს მიცემული“.
„მათ ეს არ გაუკეთებიათ“,– დასძინა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საზღვრის გადმოკვეთის თაობაზე უარის გაურკვეველი მიზეზით თქმის შესახებ ხშირად ჩივიან მოქალაქეები. სულ რამდენიმე დღის წინ ანალოგიური პრობლემა შეექმნა რუსეთში მოღვაწე პროქართველ ექსპერტს.