
ჟიული შარტავას საზოგადოების გამგეობის წევრებმა აკადემიურ წრეებთან შეხვედრა გამართეს
11/07/2019 16:45:42 სხვა, საზოგადოება, რეკლამა
დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების გამგეობის წევრთა სამუშაო შეხვედრა აკადემიურ წრეებთან თემაზე: ეროვნული ერთიანობის საკითხების მეცნიერული კვლევის ამოცანები თანამედროვე ეტაპზე.
სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ხოლო მოხსენება გააკეთა ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ.
ინფორმაციით სახელმწიფო პროგრამის ,,სამშვიდობო პოლიტიკა – ერთიანი საქართველოსთვის’’ (სისტემური ანალიზი) კონცეფციის შესახებ სხდომის მონაწილეთა წინაშე წარსდგა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე
საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, თბილისის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა და სამეცნიერო - ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით სამეცნიერო ძალების კოორდინირების გაუმჯობესებისა და ერთობლივი თანამშრომლობის სრულყოფის აუცილებლობის შესახებ.