სახალხო დამცველმა "ასტრაზენეკას" ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
29/03/2021 08:24:26 საზოგადოება
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
იგი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა.
საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა". ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე ადამიანია აცრილი.


