AP - ჯანმო ყველაზე მეტად სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან ადამიანებზე სავარაუდოდ, სხვა ცხოველების საშუალებით გადავიდა
29/03/2021 07:37:02 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის მიერ Covid-19-ის წარმოშობის შესახებ ერთობლივად ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია, - იუწყება The Associated Press (AP)
გამოცემის ცნობით, "კვლევაში აღნიშნულია, რომ Covid-19-ის მსგავსი ვირუსები ყველაზე მეტად გამოვლენილია პანგოლინებში. ამასთან, არის ვარაუდი, რომ -ის გადამტანი წაულა და კატა იყოს".
როგორც AP წერს, კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა".
ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19 ჩინეთში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, დაავადება ადამიანებზე სავარაუდოდ ღამურებიდან გადავიდა.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 127 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 127 796 657 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 796 756 ადამიანი იმსხვერპლა. 103 002 796 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. მსოფლიოში კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 პირი გამოჯანმრთელდა, 3 765 პაციენტი გარდაიცვალა.


