Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გასამმაგდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გასამმაგდა

29/03/2021 06:50:30 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. კერძოდ დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 14 პაციენტი იმსხვერპლა, გუშინ კი – 5.

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფცირების 171 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი. ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, პისიარტესტით – 5 751.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,2%, ბოლო 14 დღის – 1,66%, ბოლო 7 დღის – 1,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 პირი გამოჯანმრთელდა, 3 765 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S