Accentnews.ge
კონტეინერმზიდმა გემმა, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღით გადაკეტა, გაცურვა შეძლო

კონტეინერმზიდმა გემმა, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღით გადაკეტა, გაცურვა შეძლო

29/03/2021 05:48:13 მსოფლიო

კონტეინერმზიდმა გემმა,Ever Given-მა, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღით გადაკეტა, გაცურვა შეძლო.

გემის წყალში გაშვება სპეციალური ტექნიკის დამხარებით განხორციელდა. პარალელურად კი ვრცელდება ცნობა, რომ გემი მეჩეჩიდან ჯერეჯერობით ნაწილობრივ გაიყვანეს და ახლა საბუქსირო გემების დახმარებით მისი კურსის გასწორებას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღადგენს სუეცის არხი ჩვეული დატვირთვით მუშაობას.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი Ever Given ტაივანში მოქმედ კომპანიას ეკუთვნის. გემმა 23 მარტს სუეცის არხში შესვლის შემდეგ მართვა დაკარგა და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ სხვა გემებისთვისაც სრულად გადაკეტა მიმოსვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S