"დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ" - ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს
28/03/2021 21:05:04 საზოგადოება
"დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ", - ასე აფასებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე საქართველოს ნაკრების ფორვარდის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს.
"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან მაგარი ხარისხის მოთამაშეა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ის დიდ გუნდში ითამაშებს", - ამბობს ესპანეთის ნაკრების მწვთნელი.
მან საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:
"ერთი გოლი გაიტანეთ, კიდევ შეგეძლოთ გოლის გატანა. ნათელია, რომ ხარისხი იზრდება".
ცნობისთვის: დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ერთადერი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.


