პუტინი ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები განუვითარდა
28/03/2021 20:34:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები განუვითარდა,– იუწყება Reuters რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
„აცრის შემდეგ, მეორე დღეს რომ გავიღვიძე, კუნთები ოდნავ მტკიოდა. სიცხე გავიზომე, ტემპერატურა ნორმალური მქონდა. ინიექციის ადგილას მცირე დისკომფორტს ვგრძნობდი“, - განაცხადა პუტინმა.
ოფიციალური ინფორმაციით, პუტინი სამშაბათს აიცრა, თუმცა სხვა მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით, არა საჯაროდ. უცნობია, რომელი ვაქცინით აიცრა რუსეთის პრეზიდენტი.


