Accentnews.ge
შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა შესაძლოა, გადაიდოს

შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა შესაძლოა, გადაიდოს

28/03/2021 20:02:02 საზოგადოება

1 აპრილიდან რეგულაციების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება: მაყურებლისთვის გაიხსნება თეატრები და კინოდარბაზები, ფუნქციონირებას აღადგენენ საბავშვო ცენტრები.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა გადაწყვეტილება რესტორნების თაობაზე, რომელიც მათ შაბათ-კვირას ფუნქციონირების უფლებას 1 აპრილიდან მისცემდა, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არის: კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე ნელი ტემპით, თუმცა მაინც იზრდება. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღას აპრილისთვის პროგნოზირებენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ვაქცინით იმ რაოდენობის ადამიანის აცრა ვერ მოესწრება, რომ მესამე ტალღის თავიდან აცილება მოხდეს, ამიტომ ამ დროისთვის რეკომენდაციების დაცვა ერთადერთი გამოსავალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S