Accentnews.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

28/03/2021 18:00:59 საზოგადოება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 44-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. კვარაცხელიას გოლით საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში ფერან ტორესის გოლით 56-ე წუთზე გაათანაბრა. 93-ე წუთზე კი დანიელ ოლმოს გოლით ესპანეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

შეხვედრა "დინამო არენაზე" ჩატარდა, რომელსაც გულშემატკივართა 30% ესწრებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S