გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
28/03/2021 18:00:52 საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ორმა მგზავრმა.
ისინი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ასევე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.


