Accentnews.ge
გეოლოგი: "ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა"

გეოლოგი: "ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა"

28/03/2021 13:20:12 საზოგადოება

გეოლოგების ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა. სოციალურ ქსელში ფოტო გეოლოგმა თეა გოდოლაძემ გაავრცელა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მიწის ჩავარდნა კიდევ ერთი დასტურია, რომ მეწყერი დინამიკაშია მოსული და ის საფრთხის შემცველია.

"ადგილზე გადაადგილება და დეფორმაციები თვალითაც შეინიშნება, როგორც პირველ დღეებში, ისე დღესაც. მაგალითად, ერთერთი მოვლენაა ჩაქცევები, რომელიც ნაპრალზე მიმდინარეობს, ეს ხდებოდა და კიდევ გაგრძელდება, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პროცესი არ გაჩერებულა და კვლავ დინამიკაშია", - ამბობს გეოლოგი ლაშა სუხიშვილი.

მოქალაქეთა ნაწილმა დღეს ვაშლიჯვარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქცია გამართა და მერიას ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S