ჩინეთში ყველაზე მასშტაბური ქვიშის ქარიშხალია
28/03/2021 08:30:32 მსოფლიო
ჩინეთის დედაქალაქს – პეკინს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს. პეკინის მაცხოვრებლებმა 28 მარტს სქელი მტვრის მასით დაფარულ ქალაქში გაიღვიძეს. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, ქალაქში ხილვადობა შემცირდა. ქვიშის ქარიშხლის გამო პეკინის მაცხოვრებლებს ქუჩაში თვალებახვეული სიარული უწევთ.
პეკინის ჰაერის დაბინძურების ხარისხის ოფიციალურმა ინდექსმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 500-ს მიაღწია, PM10-ის სახელით მოძრავმა ნაწილაკებმა ზოგიერთ რაიონში 1 კუბურ მეტრზე 2000 მიკროგრამს გადააჭარბა.
პეკინი მტვრის სქელი ფენითაა დაფარული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ჩინეთში ქვიშის ქარიშხალი მონღოლეთის გობის უდაბნოდან შევიდა. მოვლენის გამო პეკინის ცამ არაბუნებრივი მოყვითალო-რუხი ფერი მიიღო, ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.


