Accentnews.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს მათთვის, ვინც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს მათთვის, ვინც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

28/03/2021 07:10:01 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს მათთვის, ვინც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

მათთვის, ვინც გაიკეთა COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა, კვლავ მნიშვნელოვანია:

  • ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში
  • დაიცვათ, სულ მცირე,1 მეტრი დისტანცია
  • თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს,
  • მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
  • სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება

ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

25 მარტს საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს. "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ. მათ ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 219 გამოჯანმრთელდა, 3 751 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S