24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
28/03/2021 06:35:56 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 415 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა.
დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 25 934 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 926, პისიარტესტით – 10 008.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,68%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 219 გამოჯანმრთელდა, 3 751 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 605 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 203 პირი.
ამასთან, 27 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი.


