Accentnews.ge
ტიკარაძე: „მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალურია“

ტიკარაძე: „მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალურია“

26/03/2021 18:33:27 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები მასაც გამოუვლინდა, მაგრამ ეს ნორმალურია.

მინისტრი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

„მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია, ალბათ აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ „ასტრაზენეკას“ ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ კარგი იქნება რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც „ფაიზერს“,– განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის: ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში საჩხერის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S