
„ნიკა მელიას გათავისუფლებას არ დავახიასიათებდი, როგორც კომპრომისულ ნაბიჯს“
26/03/2021 18:26:59 ციტატა
„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, შეიძლება, იყოს კერძო გზებითაც, მაგრამ საჯაროდ - ადმინისტრაციამ უნდა განაცხადოს, რომ თუკი მთავრობა სერიოზულ პოზიციას იკავებს რაიმე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უნდა გაათავისუფლოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. როგორ შეიძლება, შედგეს შეთანხმება, როცა ციხეში გყავს ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი?
მე არ დავახიასიათებდი ნიკა მელიას გათავისუფლებას, როგორც კომპრომისულ ნაბიჯს. ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებლობის შემქმნელი ნაბიჯია, რომელიც რეალურს გახდის ეფექტიან მოლაპარაკებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის“.
განაცხადა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ტვ პირველის“ ეთერში.