აშშ-ის საელჩო სტუდენტთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
26/03/2021 15:45:52 საზოგადოება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
,,დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ!
აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით საშუალება გეძლევათ გაიაროთ თანამედროვე დასავლური მიდგომით კვლევისა და სამეცნიერო კვლევის ჩატარების კურსები.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სტაჟირების შესაძლებლობას კალიფორნიის შტატში არსებულ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროგრამას ახორციელებს San Diego State University Georgia. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


