Accentnews.ge
დროებითი დასაქმება – გერმანიაში წამსვლელთა პირველი ჯგუფი დაკომპლექტდა

დროებითი დასაქმება – გერმანიაში წამსვლელთა პირველი ჯგუფი დაკომპლექტდა

26/03/2021 15:22:25 საზოგადოება

ამ დროისთვის გერმანიიდან დროებითი დასაქმების სქემის ფარგლებში საქართველოში 467 ვაკანსიააა შემოსული,– ამის შესახებ სსიპ დასაქმების სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ვაკანსიები გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებს უკავშირდება და ეხება მოსავლის აღებას, დახარისხებას, შეფუთვას, დასაწყობებას.

ველთაური ამბობს, რომ პირველი ჯგუფი აპრილში უნდა გაემგზავროს გერმანიაში და კანდიდატები შერჩეულები არიან.

„ესენი არიან აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შერჩეული კანდიდატები - 25 ადამიანი. ახლა მიმდინარეობს კონტრაქტების გამოგზავნისა და საბუთების შეგროვების ეტაპი, გაფრენის თარიღიც ამაზეა დამოკიდებული. გეგმაშია, წავიდეს 25-30 ადამიანი. 30 იმიტომ, რომ კიდევ ერთ დამსაქმებელთან გვაქვს შეთავაზება გაგზავნილი.

მას შემდეგ, რაც კონტრაქტები ჩამოდის და დასაქმების მსურველები თანხმდებიან პირობებს, უტარდებათ წასვლისწინა საორიენტაციო ტრენინგი. მერე უნდა აიღონ ჯანმრთელობის ცნობა, ჩაუტარდეთ კოვიდის ტესტი, აიღონ ნასამართლეობის ცნობა, შეავსონ გერმანიის სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, რაშიც ჩვენ ვეხმარებით, და შეიძინონ ბილეთები, რაზეც ასევე ვაწვდით ინფორმაციას, რომელ კომპანიას რა დროს და რა ფასად აქვს ბილეთები. გაფრენის ორგანიზება უკვე თავად უნდა შეძლონ და შემდეგ ადგილზე ხვდებათ დამსაქმებელი“,– განაცხარა ველთაურმა „რადიო თავისუფლებასთან“.

რაც შეეხება შემდეგი ჯგუფის აკომპლექტებას, ველთაური ამბობს, რომ ივნისიდან „ძალიან აქტიურდება ვაკანსიები:

„ შემდეგ შეიძლება, უკვე რამდენიმე რეგიონიდან წავიდნენ, რადგან მეტი ვაკანსიაცაა და რეგიონებში ჯგუფური შეხვედრები უკვე ჩატარებული იქნება.აპრილის თვეში მოხლოდ ერთ დამსაქმებელს ჰქონდა გამოგზავნილი მოთხოვნა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S