გელა ჩარკვიანი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა
26/03/2021 14:17:30 საზოგადოება
დიპლომატი, მწერალი და პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი წერს და ვაქცინაციის პროცესში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
,,ერთია, როცა ლაპარაკობ ვაქცინაციაზე, მეორე - როცა წერ მის შესახებ. მესამე კი, როცა გირჭობენ ნემსს.
82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს ასტრაზენეკას ვაქცინას კავკასიის სამედიცინო ცენტრში," - წერს თეონა ჩარკვიანი.


