Accentnews.ge
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: "აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო"

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: "აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო"

11/07/2019 15:11:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ "აღმოსავლეთ ევროპა ბატონი პუტინის უკანა ეზო არ არის". 

„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერია. მინდა მკაფიოდ გითხრათ, აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობელ ქვეყნად. გვჭირდება ღია, კონსტრუქციული დიალოგი იმისთვის, რომ უთანხმოებები გადავლახოთ. ევროგაერთიანება, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების კავშირი, ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციასთან ბრძოლა და უმცირესობების პატივისცემა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას, გახდეს ამ პროცესის მთავარი ნაწილი, ტრანსფორმაცია გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოლოს ღირებულ შედეგს ვიღებთ,“ - განაცხადა მიხაილ როთმა.

ცნობისთვის: გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S