Accentnews.ge
"ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში"

"ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში"

26/03/2021 13:25:08 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში.

"ადგილები არის ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით შევსებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ „ფაიზერის“ რამდენი დოზა დარჩება. მას შემდეგ რაც ყველაფერი შეივსება, დაახლოებით 3 000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში, კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. ადგილები, რომლებიც ახლა არის გამოყოფილი 14 აპრილამდე პერიოდშია. 6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდება შესაძლოა სამუშაო საათები გახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ დოზების ასახვა, რომელიც მარაგში იქნება. ეს მას შემდეგ გვეცოდინება რაც ქუთაისის და ბათუმის რეზერვები ამოიწურება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

25 მარტს საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს. "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს აქვთ. მათ ვაქცინის არჩევა შეუძლიათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 446 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 585 პირი გამოჯანმრთელდა, 3 738 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S