ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფ. დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
26/03/2021 13:10:08 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად (ერთ სამოძრაო ზოლზე) აღდგა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს დილას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


