Accentnews.ge
გამყრელიძის თქმით, "ფაიზერით" აცრის მსურველი 9000 ადამიანიდან დაახლოებით, 1800 არის მედიკოსი, დანარჩენი კი – 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები

გამყრელიძის თქმით, "ფაიზერით" აცრის მსურველი 9000 ადამიანიდან დაახლოებით, 1800 არის მედიკოსი, დანარჩენი კი – 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები

26/03/2021 11:27:26 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია.

მისივე თქმით, "ფაიზერით" აცრის მსურველი 9000 ადამიანიდან 20 % (1800 პირი) არის სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი - 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.

რაც შეეხება "ასტრაზენეკას", დღევანდელი მონაცემებით, ამ ვაქცინით აცრის მოლოდინში 2000-მდე ადამიანია.

„გუშინ ინტენსიურად ჩაეწერნენ როგორც 65 წელს ზემოთ, ისე ჩემი კოლეგები და მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტოლზე, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში აიცრას. „ფაიზერი“ საკმარისი იქნება 14 000 ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცამებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში „ასტრაზენეკაზე“ და 9000 ადამიანი არის რიგში „ფაიზერზე“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

25 მარტს საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. "ფაიზერის" 29 250 დოზა გაიყოფა და ვაქცინის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს. "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი 30 მარტიდან დაიწყება. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს აქვთ. მათ ვაქცინის არჩევა შეუძლიათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 446 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 585 პირი გამოჯანმრთელდა, 3 738 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S